ეძღვნება დიმიტრი უზნაძის 140 წლისთავს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი იწვევს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებს მონაწილეობის მისაღებად სტუდენტურ კონფერენციაში 2026. სტუდენტური კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 23 დეკემბერს, 21–25 დეკემბერს
დაგეგმილი საიუბილეო სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში.
სტუდენტებს შეუძლიათ წარმოადგინონ კვლევის შედეგები ფსიქოლოგიის, განათლების, სოციალური მეცნიერებებისა და მომიჯნავე სფეროებში, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო დისკუსიაში.
უპირატესობა ენიჭება ემპირიულ კვლევებს (მხოლოდ თეორიული ნაშრომები არ განიხილება). სტუდენტებს შეუძლიათ წარადგინონ როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ნაშრომები.